14 ნოემბრიდან გაზეთ ”ახალ თაობასთან” ერთად იყიდება ”უცხოეთში დაკარგული ქართველები”.
ფასი გაზეთთან ერთად 12 ლარი
ბედის უკუღმართობით XV-XIX საუკუნეებში ათასობით ქართველი აღმოჩნდა უცხო მხარეში.
ზოგი მათგანი გაიტაცეს, ზოგი ტყვედ ჩავარდა ომიანობისას, ზოგი კი ქართველმა თავადმა გაყიდა (ზოგიერთ შემთხვევაში – საკუთარმა ოჯახმა).
ოსმალეთიდან იემენის სანაპირომდე, მოროკოს ატლასის მთებიდან ინდოეთამდე, იშვიათი იყო ისეთი მხარე, სადაც ქართველთა შესახებ არ სმენოდათ. ხშირად ხდებოდა, რომ ძალაუფლებას ქართველი მონები იგდებდნენ ხელთ.
იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ ქართველების ბედი წარსულის ბინდშია გახვეული, მათი სახელები კი მივიწყებულია. ამ წიგნის მიზანია, მკითხველს გაუზიაროს უცხოეთში დაკარგული ქართველების ერთი მცირე ნაწილის თავგადასავალი.
ცხოვრების ჩქარი რიტმი, დაძაბული გრაფიკი, ცოტა დრო, ბევრი საფიქრალი… ნაკლებად გვაძლევს კითხვის შესაძლებლობას.
არადა, ბევრს უყვარს კითხვა და ბევრს აქვს მოთხოვნილება იკითხოს.
გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა ასეთ ადამიანებს საინტერესო გამოსავალი შესთავაზოს. ეს არის სერია „თან საკითხავი“.
დიახ, თან საკითხავი. საკითხავი თანდათანობით, სვენება-სვენებით თუ ერთი ამოსუნთქვით. ადვილი და საინტერესო საკითხავი. საკითხავი დასვენებისას, მგზავრობისას, თუნდაც მუშაობისას. საკითხავი ისე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში…
თითოეული გამოცემა ერთი საინტერესო თემისა თუ პიროვნების გარშემო შეკრებილ ინფორმაციას აერთიანებს.