სინოპტიკოსების ცნობით, დღეიდან აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება, 14 იანვარს კი თოვაა მოსალოდნელი.
13 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი, 13 იანვარს დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 12 იანვარს +7, +12, ხოლო 13 იანვარს +4, +9 გრადუსია მოსალოდნელი.
14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა 0, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება

