გარემოს ეროვნული სააგეტოს ცნობით, 18 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 20 იანვრამდე.
საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა.
მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4–6 ბალიანი შტორმი.
ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს

