დეკანოზ გიორგი მამალაძის სიძე, ლაშა დვალიშვილი ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებას გამოეხმაურა.
დვალიშვილი აცხადებს, რომ საქმის ირგვლივ პროკურატურას არაერთხელ მისცა ჩვენება. მან დღეს მედიასთან საუბრისას პირველად დაადასტურა ინფორმაცია, რომ გერმანიაში წასვლამდე დეკანოზ მამალაძეს თანხა ასესხა.
დვალიშვილი ადასტურებს, რომ დაკავებულთან ნათესაური კავშირი აკავშირებს. რაც შეეხება მოსზრებას, რომ სწორედ აღნიშნული თანხით შეიძინა ბრალდებულმა ციანიდი, ამ საკთხზე ლაშა დვალიშვილი აღნიშნავს, რომ ეს სიცრუეა.
– საიდან მოდის ეს ზღაპრები და სისულელეები?! მამაო ჩემი მეუღლს ნათესავია და თუ ეს საქართველოში დასჯადია, მზად ვარ პასუხი ვაგო. მე დეკანოზისთვის ბევრჯერ მისესხებია ფული, ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვქონდა, როცა მეც დამჭირვებია მითხოვნია და სესხების სახით ხელი გაუმართავს, – აღნიშნა დაკავებულის ნათესავმა.
რაც შეეხება სასულიერო პირთან დმანისში შეხვედრას, ლაშა დვალიშვილი აცხადებს, რომ “ის საქართველოს მოქალაქეა და ხან დმანისში იქნება და ხანაც უკრაინაში”.
– მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ და რაც არის სიმართლე, ის ვუთხარი, – თქვა მან.
პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა “პრაიმ ტაიმთან” ინტერვიუში თქვა, რომ გამოკვეთილია კონკრეტული პირი, რომელთანაც დეკანოზი გიორგი მამალაძე გერმანიაში წასვლის წინ აწარმოებდა მოლაპარაკებას, “რაღაცის შესაძენად”.
მისივე განცხადებით, აღნიშნული პირი მამალაძის გერმანიაში გამგზავრებამდე დმანისში იმყოფებოდა.
ნიუპოსტი

