“სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებელი გიორგი სოზაშვილი გოგიტა დალაქიშვილის საქმეზე დაიკითხა – ჩანაწერი მის სახლშია გაკეთებული

"სალვუს დეველოპმენტის" დამფუძნებელი გიორგი სოზაშვილი გოგიტა დალაქიშვილის საქმეზე დაიკითხა - ჩანაწერი მის სახლშია გაკეთებული“სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებლის, გიორგი სოზაშვილის დაკითხვა 27 იანვარს გვიან ღამით დასრულდა. დაკითხვა კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით დაკავებული გოგიტა დალაქიშვილის საქმეს უკავშირდებოდა.

აუდიო ჩანაწერში, რომელის გაყიდვასაც დალაქიშვილს ედავებიან, სავარაუდოდ, სწორედ სოზაშვილის ხმა ისმის, რასაც თავადაც ადასტურებს და აცხადებს, რომ ჩანაწერი მის სახლშია გაკეთებული, თუმცა არ იცის, თუ როგორ ჩაიწერა და საიდან მოხვდა ეს ჩანაწერი დალაქიშვილის ხელში სადაც ის, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან საუბრობს..

გიორგი სოზაშვილი ამბობს, რომ სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საგამოძიებო უწყებაში გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი.

ნიუპოსტი