საქართველოს უმდიდრესი მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილმა გასული კვირის განმავლობაში $140 მილიონი დოლარი დაკარგა.
როგორც Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსიდან ხდება ცნობილი. კვირის დასაწყისში მისი ქონება $ 5.92 მილიარდს შეადგენდა, დღეს კი $ 5.80 მილიარდია. ამ დროისთვის ივანიშვილი მსოფლიოს 308-ე უმდიდრესი ადამიანია.
ივანიშვილის ქონების შემცირება სავარაუდოდ, გლობალურ საფონდო ბირჟებზე არსებულ ვარდნას უკავშირდება. ამ ვარდნის შედეგად მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ჯამში $100 მილიარდზე მეტი დაკარგა. მაგალითად, ფეისბუკის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა და Amazon-ის დამფუძნებლმა $3-3 მილიარდი დაკარგეს.

