დოდო გუგეშაშვილის მეზობელი მაგული ქაჯაია გამოკითხვაზე მიიყვანეს

დოდო გუგეშაშვილის მეზობელი მაგული ქაჯაია გამოკითხვაზე მიიყვანესდოდო გუგეშაშვილის მეზობელი მაგული ქაჯაია, რომელმაც შესაძლოა სავარაუდო მკვლელი დაინახა, პოლიციის მთავარ განყოფილებაში გამოკითხვაზე მიიყვანეს.
ქაჯაიას თქმით, მან დაინახა, რომ ლურჯი ქურთუკი ეცვა და ხელში ლურჯი პარკი ეჭირა, რომელშიც თეთრი ფერის საგანი ედო.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს თავს დაესხნენ. ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა ხოლო, დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკაშიაა მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

ნიუპოსტი