ირაკლი ქადაგიძე: „სისხლის აღებაზე და პედოფილის ლინჩის წესით გასამართლებაზე სახელმწიფო არ შენდება”

ირაკლი ქადაგიძე: „სისხლის აღებაზე და პედოფილის ლინჩის წესით გასამართლებაზე სახელმწიფო არ შენდება"ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს:
– სისხლის აღებამ, პედოფილის ლინჩის წესით გასამართლებამ, უმუშევრობამ, ახლობლის ავადმყოფობამ და ა.შ. შეიძლება ადამიანს მიანიჭოს სამართლიანობის ან უსამართლობის განცდა. არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ შენდება სამართლიანობის განცდაზე და საერთოდ განცდებზე არაფერი შენდება, ლამაზი სიტყვების გარდა. დემოკრატიული და “სამართლებრივი” სახელმწიფოს საფუძველი არის კანონის უზენაესობა და კანონის მიმართ თანასწორობა. (წერტილი).

პ.ს. უფრო ჩემი სტუდენტებისთვის ვწერდი, მაგრამ იყოს აქაც..,- წერს ქადაგიძე ფეისბუქ გვერდზე.