კუმისის ტბაზე 10 ტონამდე თევზი დაიხოცა – ვიდეო

კუმისის ტბაზე 10 ტონამდე თევზი დაიხოცა - ვიდეოკუმისის ტბაზე 10 ტონამდე თევზი დაიხოცა. როგორც კუმისის ტბის მეპატრონემ გელა ბაკურაძემ თქვა, ე.წ სქელშუბლა თევზის მასობრივად დახოცვა უჟანგბადობამ გამოიწვია. ინფორმაციას inforustavi ავრცელებს.

“მასობრივად გამოვიდა თევზი და დაიხოცა, ამის მიზეზი ლურჯ-მწვანე მცენარეა, რომელიც ტბაში გაზაფხულზე აღმოცენდება და დიდი ოდენობით ჟანგბადს შთანთქავს. ახლა მივუყვებით ნაპირებს და დახოცილ თევზს ვაგროვებთ, რომელიც მერე უნდა გავანადგუროთ” – აცხადებს ტბის მეპატრონე.

ფაქტის შესახებ ინფორმირებულია გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. თევზი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

გელა ბაკურაძე მოსახლეობას ნაპირზე გამოსული თევზის დაჭერისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს – “მოსახლეობაში გავრცელდა ინფრომაცია, რომ თევზი იხოცება, მოვიდა ხალხი და თოფს ესვრიან, ე.წ ჩანგლებით ხოცავენ, ცოცხალი თევზი ნაპირას დგას. მოსახლეობას მოვუწოდებ, შევიდნენ ჩვენს მდგომარეობაში ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს და ამ მომენტით ნუ ისარგებლებენ, მათ საკვებად თვითმოხმარების მიზნით არ მიაქვთ ეს თევზი, ამას სარეალიზაციოდ აკეთებენ,”- აცხადებს ბაკურაძე.

კუმისის ტბის მეპატრონე ნალექის მოსვლის იმედად არის დარჩენილი, რათა ცოცხალი თევზი ნაპირებიდან ტბაში შებრუნდეს. ის სიტუაციის გამოსწორებას მარტის შუა რიცხვებში ვარაუდობს.