ნიკოლოზ მჭედლიშვილი: „ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ პროცესი ხელოვნურად შექმნილია“

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: „ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ პროცესი ხელოვნურად შექმნილია“ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ხელოვნურად შექმნილს უწოდებს.
როგორც ექსპერტი აცხადებს, „იბერიაზე“ ზეწოლა არ ხორციელდება და ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის „ომეგას“ „ბრიტიშ ამერიკან ტობაკოსთან“ დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ ორ კერძო სუბიექტს შორის დავაა.

– ეს არის დავა, რომელიც კარგა ხანია მიმდინარეობს ორ კერძო სუბიექტს შორის. ამ შემთხვევაში კომპანია „ომეგასა“ და ,,ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს“ შორის. ბევრმა ჟურნალისტმა დეტალები არ იცის და მინდა, ვთქვა, რომ ეს სასამართლო დავა აღძრულია „ომეგას“ მიერ თავის დროზე. „ომეგა“ ედავებოდა და ედავება „ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს“ დემპინგის განხორციელებას და როგორც მახსოვს, 100 მილიონ დოლარზეა საუბარი, ეს კიდევ არარეალურია. ეს საქმე საქმე მოიგო „ბრიტიშ ამერიკან ტობაკომ, – განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში მედიაზე ზეწოლის ნიშნები არ იკვეთება.

– რა შუაშია ამ შემთხვევაში ,,ომეგას“ მფლობელობაში არსებული ტელევიზია, ჩემთვის გაუგებარია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ფული, რომელსაც ედავებოდა 2013-15 წლებში, არ მიუღია და ეხლა თუ შეექმნა ფინანსური პრობლემები ,,ომეგას“ და შემდეგ ტელევიზიას, ეს არ არის ტელევიზიაზე ზეწოლა. ,,ომეგამ“ აღძრა საქმე ,,ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს“ წინააღმდეგ და წააგო. ზეწოლა ვინ განახორციელა ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად. ჩემთვის გაუგებარი განცხადებები კეთდება, როგორც ბიზნესის წარმომადგენლისთვის და ასევე, მე ყოფილი ჟურნალისტი ვარ, 14 წელი საერთაშორისო სააგენტო ,,როიტერში“ ვმუშაობდი – მედიასაც კარგად ვიცნობ და ბიზნესსაც. ლოგიკას მე ვერ ვხედავ. დამცველი ვარ ბიზნესის და მედიისაც. ეს ყოველთვის ასე იქნება. მაგრამ ამ შემთხვევაში ვერანაირი ზეწოლის ნიშნებს ვერ ვხედავ, ყველა ჟურნალისტის დიდი პატივისცემის მიუხედავად, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

პირველი