ნოდარ გუგეშაშვილს თავში 5 ჭრილობა აქვს მიყენებული – სისხლიანი თავდასხმის ახალი დეტალები

ნოდარ გუგეშაშვილს თავში 5 ჭრილობა აქვს მიყენებული - სისხლიანი თავდასხმის ახალი დეტალებიდიღმის მასივში, სადაც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმა განხორციელდა ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

სამართალდამცავებს დამატებითი ნივთმტკიცებებულებები საცხოვრებელი ბინიდან კვლავ გამოაქვთ.

დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დღეს დილით მათსავე საცხოვრებელ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მას თავის არეში 5 ჭრილობა აქვს მიყენებული, ხოლო დოდო გუგეშაშვილი გულის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე რჩება.

პირველადი ინფორმაციით, თავდამსხმელი მისი ოჯახის ნაცნობია. სავარაუდოდ, სროლის დროს შვილს დოდო გუგეშაშვილი გადაეფარა, როდესაც მას თავდამსხმელმა გულის არეში მიაყენა ჭრილობა, არსებული ინფორმაციით, დაჭრილია თავად დამნაშავე, რომელსაც სავარაუდოდ, შემთხვევის დროს დოდო გუგეშაშვილმა ესროლა. მეზობლების ცნობით, შემთხვევის შესახებ დოდო გუგეშაშვილის ყვირილის შედეგად შეიტყვეს, როცა ის შვილის გადარჩენას ითხოვდა. გუგეშაშვილი მე-13 სართულიდან მე-11 სართულამდე ფეხით ჩავიდა, რის შემდეგაც, მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მთალი დღის განმავლობაში, სამართალდამცავები დანაშაულის იარაღს დიღმის მასივის ტყეპარკში ეძებდნენ. იქვე ფიქსირდებოდა ავტომანქანის კვალი, სავარაუდოდ თავდამსხმელი მანქანით იყო, რომელიც ბინიდან მოშორებით ჰყავდა გაჩერებული.

ნიუპოსტი