გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ტელეკომპანია “პირველი” დაიხუროს. ამის მიზეზი კი არხზე შექმნილი ფინანსური პრობლემებია.
“დაიჯესტისთვის” ცნობილი გახდა, რომ ორშაბათს, 12 თებერვალს, 20:00 საათზე, ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში განცხადებას გააკეთებენ.
“დაიჯესტის” წყაროს ცნობით, განცხადება სავარაუდოდ, ტელეკომპანიაში არსებულ ვითარებასა და იმ ფინანსურ პრობლემებს შეეხება, რომლის წინაშეც სატელევიზიო არხი დადგა.
ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ტელეკომპანიის მფლობელსა და ბიზნესმენ თემურ უგულავას შორის არსებული სასამართლო დავა სახელდება.

