ვის უნდოდა სავაჭრო ცენტრ „თერგის“ ყიდვა

ვის უნდოდა სავაჭრო ცენტრ „თერგის“ ყიდვასავაჭრო ცენტრ „თერგში“ მომუშავეთა ინფორმაციით, ტერიტორიით დაინტერესება კონკრეტულმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს, თუმცა ტერიტორია არ გასხვისდა.

ცაბაძის ქუჩაზე ხანძარი წუხელ, ღამე, დაახლოებით, 00:00 საათზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია, მინიმუმ, 3000 კვ.მ. ფართობი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დრომდე ობიექტებზე მომუშავე პირებს არ ეძლევათ საშუალება, შევიდნენ და ნახონ საკუთარი პროდუქცია, რადგან ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა.„თერგის“ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები არიან შეკრებილი და ხელისუფლებას დამწვარი საქონლის ღირებულების ანაზღაურებას სთხოვენ.

ნიუპოსტი