არჩილ ტატუნაშვილი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს

არჩილ ტატუნაშვილი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენესოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი სამხედრო არჩილ ტატუნაშვილი წილკნიდან წეროვანში, გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ტატუნაშვილის ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

35 წლის სამხედრო, არჩილ ტატუნაშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ახალგორში, ორ სხვა ქართველთან ერთად, დააკავეს.

მომდევნო დღეს კი, საოკუპაციო რეჟმმა ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ირწმუნებოდა, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამხედრო სასტკად ნაწამებია.

35 წლის სამხედროს სიკვდილთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია მოამზადა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ითვალისწინებს „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ მიღებას, რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამების, მკვლელობის საქმეში ჩართული პირები მოხვდებიან და მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. პარლამენტი ასევე მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა ამ პირთა წინააღმდეგ დაწესდეს შეზღუდვები, პარტნიორი ქვეყნებისა და სართაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც.