გორში ბოლო 10 დღის განმავლობაში ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენის 36 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 22 შემთხვევაში მოქალაქეები მიუსაფარმა ძაღლებმა დაკბინეს. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
საავადმყოფო “გორმედის” ადმინიტრაციაში აცხადებენ, რომ ორი დღის წინ, ძაღლმა ასევე უკბინა ქალს, რომელსაც ბავშვი საბავშვო ბაღში მიჰყავდა.
გამოცემის ცნობით, ქალაქ გორში, მიუსაფარი ცხოველების, განსაკუთრებით, ძაღლების გამრავლების პრობლემა დგას.
იმედინიუსი

