,,მოვიდა მამაო და მეუბნება – ყურებს დაგაჭრი, მოიტანე ბიჭო სავარცხელი… დამიწყო სახეში რტყმა“ – დაპირისპირება სასულიერო პირსა და ბიზნესმენს შორის

,,მოვიდა მამაო და მეუბნება - ყურებს დაგაჭრი, მოიტანე ბიჭო სავარცხელი... დამიწყო სახეში რტყმა“ - დაპირისპირება სასულიერო პირსა და ბიზნესმენს შორისკომპანია “მწვანე ეზოს” მფლობელი ქეთევან წამებულის ეკლესიის წინამძღვარს, მამა გიორგი რაზმაძეს, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ლევან ჯიქური ამტკიცებს, რომ ტაძრის ეზოში მღვდელმა მოტყუებით შეიყვანა, 15-მდე ადამიანი დაახვედრა, ჯერ თავად სცემა, შემდეგ კი მორწმუნეებს მოსთხოვა, მასზე ეძალადათ.

,,მოვიდა მამაო, მკერდით დამიჭირა და მეუბნება – მოიტანე ბიჭო სავარცხელი… 15 ადამიანი იქნებოდა, სულ ნასვამები… დამიწყო მამაომ სახეში რტყმა. დამირეკა და მეუბნება, ეს ნაგავი რომ დარგე აქ, წაათრიე, თორე ყურებით გათრევო. ვუთხარი, თქვენ მამაო კი არა, მაფიოზი ყოფილხართთქო“

დაპირისპირების მიზეზი ბზა გახდა. სასულიერო პირმა კომპანიას ეზოს გამწვანება შეუკვეთა. ეზოში დარგული ბზა გახმა, რის შემდეგაც სასულიერო პირმა გიორგი ჯიქურს ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვა. ჯიქური ამბობს, რომ ის მზად იყო ფული მიეტანა, თუმცა ვერ მოასწრო, რადგან სცემეს.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია საპატრიარქო. პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი ბიზნესმენს დაპირდა, რომ სასულიერო პირს პასუხს მოსთხოვდნენ, თუმცა ამის სანაცვლოდ ამბის გასაჯაროებისგან თავისშეკავება სთხოვა.

მამა გიორგი რაზმაძე რამდენიმე ინციდენტით არის ცნობილი, მათ შორის ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი 2014 წლის აგვისტოში კაზანტიპის წინააღმდეგ აქციებით იყო ცნობილი. გარდა ამისა, ის იყო ორგანიზატორი რომის პაპის საქართველოში ვიზიტის წინააღმდეგ გამართული აქციებისა.