“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ იმ სამუშაოების გამო, რომელიც დმანისის რეგიონში მიმდინარეობს, იქ ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია. მელიას განცხადებით, ბოლნისში მცხოვრები ადამიანები მასიურად არიან დაავადებული ონკოლოგიური დაავადებებით და არის ოჯახი, სადაც სიმსივნით დაავადებული ორი ადამიანი ცხოვრობს. მელია იმ 16 ჰექტარზე საუბრობს, რომელიც აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი და ამბობს, რომ რეალურად ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დგას:
– 16 ჰექტარი ერთ ერთი კომპონენტია იმ დანაშაულებრივი საქმიანობისა, რომელსაც ვითომ კერძო კომპანია ეწევა და ვითომ ბატონი ტროცკი. რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში იყო დაუოკებელი სურვილი სხვადასხვა პირების მხრიდან, რომ აეფეთქებინათ საყდრისი.
კობა მენაბდიშვილი აუცილებლად აგებს პასუხს უმკაცრესად. ამ ადამიანებს 40.000 ლარი აქვთ ხელფასი, თვეში. პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩეოდა და მისი ძმა “ქართული ოცნების” წევრია დმანისის საკრებულოში, ამავე დროს არ ემ ჯის თანამშრომელია და ადგილზე ის პირდაპირ ინტერესებს ატარებს.
ბოლნისის გადარჩენა უკვე არის შეუძლებელი, იმიტომ რომ იქ რაც ხდება, თქვენი თვალით უნდა ნახოთ. ყოველ მეათე ოჯახში მასიურად სიმსივნით დაავადებული ადამიანები არიან. ერთ ოჯახში ორი სიმსივნით დაავადებული ვნახე პირადად და ბოლნისში, როდესაც ადამიანებს ჯანმრთელების პრობლემა აქვთ, პირველი არის ონკოლოგი ვისთანაც მიდიან…იმდენად დაბინძურებულია ყველაფერი, ნიადაგი, წყალი, ჰაერი, ეს ყველაფერი მერე ჩაედინება სამელიორაციო სისტემაში, ირწყვება სავარგულები, მერე ბოსტნეული თბილისშიც შემოდის. ტრაგედია ტრიალებს, მაგრამ დმანისის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
იმ 16 ჰექტარზე რაღაც ზღაპრებს რო ყვებიან, გამობრძანდა ვიღაც დირექტორი ჯონი შუბითიძე, თურმე ხედავს გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების საქმიანობით ბიზნეს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას. ასეთი კადნიერება გინახავთ? ადამიანი რომელიც ანადგურებს…
რატომ გვინდა ეს 16 ჰექტარი რომ გამოვტაცოთ ვითომ კერძო კომპანიას, რეალურად ივანიშვილს, იმ 16 ჰექტარზე ციანიდირებულ ქანებს რომ დაყრიან, წარმოიდგინეთ ისედაც რა დღეშია ბოლნისი, იქ არ შეიძლება ცხოვრება.
თქვენ რომ იყოთ დღეს ბოლნისელი, დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ბოლნისში აღარ იცხოვრებდით. ვისაც წასასვლელი აქვს, ბოლნისიდან წასულია. მთები არის შეჭმული, ეს ადამიანები გამოირჩევიან, წარმოუდგენელი თავხედობით, და ახლა ცდილობენ დისკუსია გადაიყვანონ იმ ჭრილში, თითქოს ამ 16 ჰექტარზე არაფერი მიმდინარეობს და უსაგნო დავაში შემოდიან. – განაცხადა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” საუბრისას.

