ფრანკფურტში ქართველებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მდუმარე აქცია მიუძღვნეს

ფრანკფურტში ქართველებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მდუმარე აქცია მიუძღვნესგერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მცხოვრებმა ქართველებმა დღეს მდუმარე აქცია გამართეს. ისინი საქართველოს დროშებითა და სანთლებით შეიკრიბნენ და არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
აქციის მონაწილეებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და ამით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

– ჩვენი მიზანია არჩილის დაკრძალვის დღეს, საზოგადოების, კერძოდ კი, აქ მცხოვრები მოქალაქეების ყურადღება გავამახვილოთ არსებულ ვითარებაზე, მართალია ქვეყნისგან შორს ვართ, მაგრამ ეს ჩვენი გულისტკივილია, რომ უკანასკნელ გზაზე ვერ ვაცილებთ იმ გმირს, რომელიც სამშობლოსთვის ეწამა, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ინტერპრესნიუსი