“პრეზერვატივებზე წმინდანების გამოსახვის გამო, ცოდვა გაჩეჩილაძეებზე და ხაზარაძეებზე გადავა…” – რას ამბობს მამა რამაზი

"პრეზერვატივებზე წმინდანების გამოსახვის გამო, ცოდვა გაჩეჩილაძეებზე და ხაზარაძეებზე გადავა..." - რას ამბობს მამა რამაზიმამა რამაზ ჯანგავაძე მიიჩნევს, რომ ქართულ ბაზარზე პრეზერვატივის ახალი ქართული ბრენდი რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებს შეურაცხყოფს.

როგორც სასულიერო პირმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში განაცხადა, იმ ორ გვარს, რომელიც აღნიშნული ბრენდის წარმოებაშია ჩართული, განსაცდელი ელის.

– ეს არის უმძიმესი ცოდვა. როდესაც ადამიანი ეკლესიას შეეხო, იცით, რომ განადგურდა მისი ოჯახი. როგორც გადავხედე ამის შემქმნელებზე ინფორმაციებს “ასავალ-დასავალში” და ამ ცოდვაში დგას ორი გვარი – გაჩეჩილაძეები და ხაზარაძეები. გვარი, რომელმაც ეს ჩაიდინა, უნდა გამოასწოროს ეს, რადგან ცოდვა გვარზე არ გადავიდეს. წმინდანის განრისხებას დიდი სინანული სჭირდება, – აღნიშნა სასულიერო პირმა.

პრეზერვატივის ქართული ბრენდის „აიისა“ს დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძეა. სასულიერო პირის ინფორმაციით, ბრენდს ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აფინანსებს.

პრაიმ ტაიმი