„რატომ უყვირის ვიცემერი სოფო ხუნწარია ბიბლიოთეკების თანამშრომლებს?!“ – ვიდეო

„რატომ უყვირის ვიცემერი სოფო ხუნწარია ბიბლიოთეკების თანამშრომლებს?!“ - ვიდეოსოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თბილისის კულტურის სამსახურის უფროსი სოფო ხუნწარია ბიბლიოთეკარებს უყვირის.
„რატომ უყვირის ვიცე-მერი ბიბლიოთეკების თანამშრომლებს?!“- წერს “ახალი საქართველოს” წევრი თეონა ჭალიძე.
ბიბლიოთეკარები აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებასაც ავრცელებენ:
,,სოფო ხუნწარია ცინიკურად დაგვცინის, ტელეეკრანიდან აცხადებს, რომ ტრენინგი სამდღიანია და ეს საკითხები ისედაც უნდა იცოდნენო. მინდა ვკითხო სოფო ხუნწარიას, საბიბლიოთეკო კანონის ცოდნა ნიშნავს ბიბლიოთეკის მართვას? (კანონს, რომელსაც შევარდნაძე აწერს ხელს და შესაცვლელია) ან რატომ ჰგონია, რომ ეს არ ვიცით? გამოცდებს იმიტომ მოითხოვს დაჟინებით, რომ ხალხის გაშვება უნდა ქუჩაში. ამბობენ, რომ თავის დაქალი უნდა იყოს ა(ა)იპის დირექტორადო. თუკი სოფო ხუნწარიას სურს რეორგანიზაციაში დავეხმაროთ, მაშინ სპეციალისტებს უნდა მოგვისმინოს” – ნათქვამია ბიბლიოთეკარების განცხადებაში.