სომეხი სასულიერო პირის სამუილ აგოიანის მტკიცებით, მას რამდენჯერმე აქვს ნანახი, თუ როგორ უკიდებენ პატრიარქები ცეცხლს სანთელს ზეთის ლამპიდან, როდესაც „წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა ხდება“.
ამის შესახებ სასულიერო პირმა მაცხოვრის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში განაცხადა, წერს Israel Info.
„ღმერთი სასწაულს ახდენს, მაგრამ არა ადამიანების სანახაობისთვის“,- აღნიშნა აგოიანმა და დასძინა, რომ ცეცხლის გარდამოსვლაში მისტიკა არ დევს.
აგოიანის გამონათქვამმა კოპტთა ეკლესიის წარმომდგენელში შეშფოთება გამოიწვია, რომელიც ასევე მონაწილეობდა გადაღებაში. მისი თქმით, „ცეცხლი ციდან გადმოდის, პატრიარქს კი ის გამოაქვს და მრევლს უზიარებს“.
სომეხი სასულიერო პირის გამონათქვამს იერუსალიმში სომხური საპატრიარქოს არქიმანდრიტი გევონდი გამოეხმაურა, რომლის თქმით, წმინდა ცეცხლის გარდამოსავლასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ხელოვნურია.
– არასდროს გვითქვამს, რომ ცეცხლი ციდან გადმოდის. ასეთი სასწაულები მომხდარა, მაგრამ ისინი ხილულად ხდებოდა, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.
მისი თქმით, სომხური ეკლესია წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ტრადიციას ეკლესიის დამფუძნებელ წმინდა გრიგორი განმანათლებელს უკავშირდება.
მისივე თქმით, მამა სამუელ აგოიანი „ბერძენ პატრიარქთან ერთად ცერემონიაში მონაწილეობდა და ლამპიდან თვითონ დაუნთია ცეცხლი“.
მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის განყოფილების მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვახტანგ ყიფშიძის თქმით კი, სომეხი სასულიერო პირის განცხადება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე მიუღებელია.
– როდესაც მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის საკითხის სკნადალიზირების მცდელობა დასანანია. მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის ეს სულიერი მოვლენაა, რომელშიც მილიონობით მორწმუნეა ჩართული. ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის კომპრომენტირების მცდელობა მიუღებელია,-აღნიშნა ყიფშიძემ.
პირველი

