სანდრო ბრეგაძე – ”ჩემი კარიკატურების შექმნას ნინო შუბლაძე ხელმძღვანელობდა”

სანდრო ბრეგაძე - ”ჩემი კარიკატურების შექმნას ნინო შუბლაძე ხელმძღვანელობდა”„ქართული მარშის“ ერთერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში მის ფოტოსთან დაკავშირებული კარიკატურების შექმნასა და გავრცელებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ამ კამპანიას ნინო შუბლაძის მეთაურობით, ხელისუფლება აწარმოებს. ეს განცხადებები ბრეგაძემ „ობიექტივის“ ეთერში გააკეთა, მისი მტკიცებით, ექიმმა, რომელმაც ტელევიზიების ეთერში აღნიშნა, რომ მას დაზიანებები არ ჰქონდა, ძალოვანი უწყების თანამშრომლის მეუღლეა და პირადი ინტერესი ჰქონდა.„სახელისუფლებო მანქანა და მთელი სახელმწიფო კანცელარია ჩაერთო ნინო შუბლაძის მეთაურობით, რომ ჩემი კარიკატურები შეექმნათ და სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი ატეხილიყო. ექიმი, რომელმაც ჩემი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, პოლიციელის ცოლია. დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამო ერთ ვარსკვლავს მოუმატებდნენ., “ – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც სოციალურ ქსელში სანდრო ბრეგაძის ფოტო გავრცელდა, რომელიც საავადმყოფოში იყო გადაღებული.

ინტერმედია