”ზურაბ ნეფარიძის სექსის კადრები პროკურატურას არ გააჩნია”- ბექა ეჟიშვილი ბრალდებებს უარყოფს

”ზურაბ ნეფარიძის სექსის კადრები პროკურატურას არ გააჩნია”- ბექა ეჟიშვილი ბრალდებებს უარყოფსმოსამართლის განჩინების საფუძველზე, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეომასალები, სადაც ჩანს, თუ როგორ სთხოვს ზურაბ ნეფარიძე ბიუროს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომ მან მიუტანოს თანხა, რომელიც თითქოს ნეფარიძეს ეკუთვნის, – ამის შესახებ პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პროკურორმა კიდევ ერთხელ უარყო დაცვის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პროკურატურას გააჩნია ზურაბ ნეფარიძის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები.
– კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი არ არსებობს. სისხლის სამართლის საქმეში არსებობს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მოპოვებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ იღებს და სძალავს ქრთამს ნეფარიძე ბიუროს თანამშრომლებს. ეს არის დაცვის მხარის მოფიქრებული სტრატეგია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, – განაცხადა ბექა ეჟიშვილმა.
მისი თქმით, ნეფარიძეს წარდგენილი აქვს ბრალი ქრთამის გამოძალვაზე, თაღლითობაზე სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და შრომის კანონმდებლობის დარღვევაზე. პროკურორის თქმით, შემდეგი სასამართლო სხდომა კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართება, რომელიც 19 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელ სხდომას მხარების გარდა დაესწრო ექიმი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი.

ინტერპრესნიუსი