ხატზე დავიფიცებთ და არ გავატარებთ – ტანძიის მოსახლეობა RMG GOLD-ის წინააღმდეგ 

ხატზე დავიფიცებთ და არ გავატარებთ - ტანძიის მოსახლეობა RMG GOLD-ის წინააღმდეგ ტანძიაში პროტესტი ისევ გრძელდება. მოსახლეობა სოფლის ტყეში ხეების გაკაფვასა და იქ RMG GOLD-ის მიერ ახალი კარიერის მოწყობას აპროტესტებს.
ტანძიაში აქციის მონაწილეები და მათ მხარდასაჭერად ჩასული შალვა ნათელაშვილი იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ღია კარიერები უნდა გაკეთდეს.
ტანძიის მოსახლეობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ხვალიდან არა მხოლოდ მძიმე ტექნიკას, არამედ დაცვის სამსახურის წარმომადგენლებსაც შეუზღუდონ გადაადგილება ტანძია-ფიტარეთის სამანქანო გზაზე.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ვინაიდან ტანძია-ფიტარეთის სამანქანო გზა გადაკეტილი აქვთ, ოქროს მომპოვებელი კომპანია აპირებს, რომ სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აწარმოოს. ტანძიელები არ გამორიცხავენ, რომ მათ თეთრიწყაროში გადაინაცვლონ და იქ კარვები გაშალონ.
„ხვალ გვაქვს ჩვენ კრება, სოფელი ვიკრიბებით, ერთგულებაზე ხატზე უნდა დავიფიცოთ,“ – აცხადებენ ადგილობრივები.