ლეილა აბაშიძეს 12 აპრილს დაკრძალავენ

ლეილა აბაშიძეს 12 აპრილს დაკრძალავენქართული კინოს ვარსკვლავს ლეილა აბაშიძეს 12 აპრილს დაკრძალავენ.

მსახიობი 8 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.ლეგენდარული მსახიობი თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე თვის წინ მოათავსეს.

ლეილა აბაშიძე 1929 წლის პირველ აგვისტოს დაიბადა. მას 30-მდე კინოროლი ჰქონდა შესრულებული, მათ შორის ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა “ჭრიჭინა,” “მაია წყნეთელი,” “შეხვედრა მთაში,” “ისინი ჩამოვიდნენ მთიდან” და სხვ.