აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის ციხის ადმინისტრაცია ორი დღით, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი კი ოთხი დღით დაიკეტება.
ახალციხის ციხის ადმინისტრაციის დირექტორის დავით ტაბატაძის განცხადებით, ისტორიული კომპლექსი 8–9 აპრილს არ იმუშავებს.
სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი დაიკეტება 6–დან 9 აპრილის ჩათვლით. მსურველებს, ისტორიული კომპლექსისა და მუზეუმის მონახულება 10 აპრილიდან შეეძლება.

