როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 – 11 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.ქ. თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.