ოკუპანტის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას საფლავზე ნიკა მელია და მურთაზ ზოდელავა იმყოფებოდნენ

ოკუპანტის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას საფლავზე ნიკა მელია და მურთაზ ზოდელავა იმყოფებოდნენდღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. ოთხოზორიას საფლავზე დღეს მურთაზ ზოდელავა და ნიკა მელია იმყოფებოდნენ.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 2016 წლის 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქართული მხარე ერგნეთის მოლაპარაკებებზე აყენებს საკიტხ გადოეცეს საქართველოს კონტროლირებად მხარეს მკვლელი, თუმცა, მოთხოვნაზე პასუხი ყოველთვის უარყოფითია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ხელისუფლებას უპრინციპო უწოდა, რადგან დღემდე ვერ შეძლო მან მკვლელის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა.

ოთხოზორიას დედა და ოჯახი მოითხოვს მკვლელის სათანადოდო დასჯას:

„ველოდებოდი, რომ ყველაფერი გაკეთდებოდა, რათა დამნაშავისა და მისი დამქაშებისთვის ეჩვენებინათ, რომ უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა არავის შერჩებოდა. უმადურობა იქნება, რომ ვთქვა, სახელმწიფომ არაფერი გააკეთა, თუმცა არანაირი შედეგი არ დამდგარა“, – აღნიშნა ჯულიეტა ჭანტურიამ.