მეუფე ანტონი: არ მინდა საქართველოს ბარიგა-ქვეყნად იცნობდნენ

მეუფე ანტონი: არ მინდა საქართველოს ბარიგა-ქვეყნად იცნობდნენვანისა და ბაღდადის მიტროლოპოლიტი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კანაფის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტს განხილვა თუ განახლდება, ამას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მაინც მოჰყვება.

„ჩვენ რომ არ გამოვიყვანოთ, ხალხი მაინც გამოვა,“ – ამბობს მეუფე ანტონი “შაბათის კურიერთან” ნტერვიუში და განმარტავს მიზეზებს, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან სასულიერო პირები აღნიშნული კანონპროექტის მიღებას.

„ჩვენგან არ არის ეს სიტყვა ლამაზი, მაგრამ არ მინდა, საქართველოს ბარიგა-ქვეყნად იცნობდნენ. ჯერ ერთი, აქედან შემოტანილი თანხა, პატრიარქმაც თქვა და ყველა ვამბობთ, რომ აქედან შემოსული თანხით გამდიდრება ცოტა არ შვენის,” – განაცხადა მეუფე ანტონმა.