თბილისი 327 ქალაქს შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით მეთექვსმეტე ადგილზეა

თბილისი 327 ქალაქს შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით მეთექვსმეტე ადგილზეაცნობილი კვლევითი პორტალის Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მე-5 ადგილი დაიკავა.კვლევის თანახმად საქართველოში უსაფრთხოების ხარისხი გაუმჯობესდა. Numbeo-ს მონაცემებით, დანაშაულის ინდექსი – 20.35, ხოლო უსაფრთხოების – 79.65 ერთეულს შეადგენს.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, დანაშაულის და უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით, ქ. თბილისიც დაწინაურდა და რეიტინგში მე-19-ე პოზიციიდან მე-16-ე ადგილზე გადმოინაცვლა. ქ. თბილისში დანაშაულის ინდექსი 19.81, ხოლო უსაფრთხოების 80.19 ერთეულს შეადგენს.Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პორობების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.