ვაშლიჯვრის ჯვართამაღლების სახელობის ტაძარმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უპასუხა სოცქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირანელების მიერ 112-ში ჩივილის შემდეგ, ვაშლიჯვრის ეკლესიის ზარების ხმა გვაწუხებსო, ზარებს აღარ რეკავენ.
ტაძრის განცხადებაში ნათქვამია:
”რამოდენიმე ხნის უკან სოციალურ ქსელში გავრცელდა ეს ინფორმაცია. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ ტაძარში ყოველი ღვთისმსახურება აღესრულება საეკლესიო წესის სრული დაცვით და, რაღა თქმა უნდა, შესაბამის მომენტში ზარების რეკვითაც. ამ ეტაპზე ჩვენთვის ამ პრობლემით არავის არ მოუმართავს და რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ გამოვლენილა.
ვიმედოვნებთ მომავალშიც ასე გაგრძელდება. დაგლოცოთ და დაგამშვიდოთ უფალმა.”

