ისრაელში შეკრებაზე წასული 6 ქართველი მოფარიკავე არალეგალურად დარჩა

ისრაელში შეკრებაზე წასული 6 ქართველი მოფარიკავე არალეგალურად დარჩაფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა მჭედლიძე და ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე 2018 წლის 5 სექტემბერს ფედერაციაში გამართული საგანგებო ყრილობის შემდეგ გადადგნენ.

დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიზეზი საერთაშორისო სკანდალია. როგორც ირკვევა, ისრაელში შეკრებაზე წასული ექვსი მოყვარული მოფარიკავე არალეგალურად დარჩა.

ამის გამო, ისრაელის ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციის ტრიბუნალს მიმართა მოთხოვნით, რომ საქართველოს მიმართ სანქციები დაეწესებინა. აღნიშნულ ფაქტს საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას სანქციები დაუწესდა.

ზაზა მჭედლიძე და დავით სახვაძე გარკვეული დროით დისკვალიფიცირებულნი არიან.

ნიუპოსტი