პირველი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება აიკრძალება

პირველი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება აიკრძალებასაქართველოს მთავრობამ, ჩვენი მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, მიიღო რეგულაციები, რომლებიც უკვე 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ეტაპობრივად უზრუნველყოფს ერთჯერადი პარკების მაქსიმალურად ხმარებიდან ამოღებას.

იკრძალება და დასჯადი ხდება პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია. თავდაპირველად აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება. რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარით. განმეორებით ჩადენილი ქმედების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 1.000 ლარით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.