ქუთაისი-ვარშავის რეისზე ბომბის შესახებ სიძეზე გაბრაზებულმა სიდედრმა დარეკა

ქუთაისი-ვარშავის რეისზე ბომბის შესახებ სიძეზე გაბრაზებულმა სიდედრმა დარეკა„საქართველოს აეოპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, ქუთაისი-ვარშავის რეისზე ბომბის არსებობის შესახებ განხორციელებული ზარის ავტორი ცნობილია და გაირკვა, რომ ზარი განხორციელდა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო.
არსებული ინფორმაციით ზარის ავტორი სიდედრია, რომელიც სიძეზე იყო გაბრაზებული. ერთ-ერთი ვერსიით, სიძე მეგობართან ერთად გაფრინდა, რის გამოც სიდედრმა შურისძიება მსგავი მეთოდით გადაწყვიტა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, ავიაკომპანია ვიზეარმა მიიღო გადაწყვეტილება ქუთაისი – ვარშავას ავიარეისი ნომრით W6 1576 დაფრენილიყო ბუქარესტის აეროპორტში და საავიაციო უშიშროების ნორმების შესაბამისად ხომალდს ჩატარებოდა დამატებითი შემოწმება.“ – აცხადებენ კომპანიაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

რუმინული ტელეარხის Digi-24-ის ცნობით, კომპანია WizzAir-ის თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისი-ვარშავის რეისს ასრულებდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალურად დაჯდა, ამის მიზეზი თვითმფრინავში ბომბის არსებობასთან დაკავშირებით შეტყობინება გახდა.