ტაქსის მძღოლებს მერია ავტომობილებს უსასყიდლოდ გადაუღებავს – ინიციატივა ეხება მძღოლებს, რომლებიც ლიცენზიას 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებენ

ტაქსის მძღოლებს მერია ავტომობილებს უსასყიდლოდ გადაუღებავს - ინიციატივა ეხება მძღოლებს, რომლებიც ლიცენზიას 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებენდედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ იმ ტაქსის მძღოლებს, რომელბიც ლიცენზიას 10 ოქტომრამდე აიღებენ და გაივლიან ტექნიკურ ინსპექციას, გადაეცემათ ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ ავტომობილების თეთრ ფერად გადაღებვას:

„თბილისის მერიამ შეიმუშავა რეფორმის ისეთი სტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც მფლობელს, რომლის ტაქსი ლიცენზირებულია 10 ოქტომრის ჩათვლით და გაივლის ტექნიკური ინსპექციას, უნდა იყოს მარცხენა საჭიანი და ოთხ-კარიანი, ეს არის ის ფენა რომელსაც შესაძლოა ყველაზე მეტად უჭირს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ტაქსების გადაღებვასთან დაკავშირებით, ამ ლიცენზიის მფლობელ მძღოლებს გადავცეთ ვაუჩერი, მათ არ დაუჯდებათ არც ერთი თეთრი, ახლა ჰოლანდიისა და თბილისის შტაბკვარწირებმა ერთმანეთში ატარონ გამოკითხვები, თუ როგორია კალაძის რეფორმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.