“დამასწარი და ჩემზე ადრე მიუხველ ჩვენს უპირველეს პირმშოს გურის” – რაულ ჩილაჩავას მეუღლე გარდაეცვალა

"დამასწარი და ჩემზე ადრე მიუხველ ჩვენს უპირველეს პირმშოს გურის" - რაულ ჩილაჩავას მეუღლე გარდაეცვალაპოეტ რაულ ჩილაჩავას მეუღლე გარდაეცვალა. ამის შესახებ მან 1 საათის წინ ფეისბუქში დაწერა:

ზეცამ ერთი დარტყმა არ მაკმარა და დღეს, დილის ხუთ საათსა და თხუთმეტ წუთზე თავისთან იხმო მეუღლის სულიც. დასრულდა ჩვენი ნახევარსაუკუნოვანი თანაცხოვრება.(არადა ე.წ. “ოქროს ქორწილამდე” ხუთი თვეღა გვრჩებოდა!)
მშვიდობით, ია! შენ იყავი ჩემი უერთგულესი მეგობარი, თანამოაზრე, მრჩეველი, ჭირსა და ლხინში უპირველესი თანამდგომელი. მიჭირს, არ შემიძლია შენზე წარსულში წერა, მაგრამ ვაი , რომ ასეა. დამასწარი და ჩემზე ადრე მიუხველ ჩვენს უპირველეს პირმშოს გურის, რომლის ტრაგიკულმა გაფრენამ საუკუნო დაღი დაგვასვა ორივეს. სანამ სული მიდგას, შენს ხსოვნას არაფერს დავაკლებ და მერე, იმედია, მაინც ერთად ვიქნებით.

მე შენი თავი ვის ჩავაბარო!

იას

გარდა სიშორის და სიმარტოვის,
მე არაფერი არ მედარდება.
სითბო მზის სხივის, სუსხი ქარ-თოვის,
სუყველაფერი წარსულს ბარდება.
კლავენ ერთმანეთს, წვავენ ქალაქებს
და ბოლოს მაინც ზავი მყარდება.
ციხესიმაგრეც, სოფლის ალაგეც,
სუყველაფერი წარსულს ბარდება.
მიმოიხედავ, კლდე გაბზარულა,
ბაღი ქცეულა ეკალ-ბარდებად.
წელთა ზოზინი, დღეთა მარულა –
სუყველაფერი წარსულს ბარდება.
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო იმედო,
ჩემო ცხადო და ჩემო ზღაპარო,
შენ საწარსულოდ ვით გაგიმეტო,
მე შენი თავი ვის ჩავაბარო!

8 ოქტომბერი, 2005, კიევი”