დილით საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – 5.1 მაგნიტუდის ბიძგები ონთან დაფიქსირდა

დილით საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - 5.1 მაგნიტუდის ბიძგები ონთან დაფიქსირდამიწისძვრა მოხდა საქართველოში – სეისმოლოგთა ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები გამთენიისას ორჯერ, 3 წუთიანი შუალედით დაფიქსირდა.
პირველი ბიძგები ონთან დილის 5:17 საათზე დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა იყო. 3 წუთის შემდეგ ბიძგები განმეორდა. ეპიცენტრი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით – 14 კილომეტრში მდებარე სოფელ მართგაჯინაში იყო.
მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.