ერთი წელი “ლეოგრანდის” ტრაგედიიდან – 11 გარდაცვლილის ხსოვნას მოქალაქეებმა პატივი მიაგეს

ერთი წელი “ლეოგრანდის” ტრაგედიიდან – 11 გარდაცვლილის ხსოვნას მოქალაქეებმა პატივი მიაგესსასტუმრო “ლეოგრანდის” ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა – 11 გარდაცვლილის ხსოვნას მოქალაქეებმა პატივი სასტუმროს შესასვლელთან მიაგეს.

ყოფილი “ლეოგრანდის, წლის თავზე კი სახელშეცვლილი “ბელმონდის” შესასვლელთან დღეს გარდაცვლების სულის მოსახსენიებლად მოქალაქეები მივიდნენ და სანთლები დაანთეს. ხვალ გარდაცვლილთა ახლობლები, მრევლთან ერთად სამოქალაქო პანაშვიდსაც გეგმავს.

გასული წლის 24 ნოემბერს სასტუმროში გაჩენილ ხანძარის შედეგად კვამლით საქართველოს ათი და ირანის ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. მაშველებმა ასეულობით ქართველი და უცხოლი მოქალაქე სამაშველო კიბით გამოიყვანეს, 20-ზე მეტი მოქალაქე კი სასუნთქი გზების დაზიანებითა და შოკური მდგომარეობით საავადმყოფოში აღმოჩნდა.

ხანძარი 5 ვარსკვლავიან სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევამ გამოიწვია. ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის სასტუმროში მომუშავე ორი პირია დაკავებული.

“შარშან, 24 ნოემბერს, არა მხოლოდ ჩემთვის, საქართველოსთვის იყო ძალიან მტკივნეული დღე. ვფიქრობ ერთი წლოს თავზე ეს ტკივილი ისევ უნდა ახსოვდეს ქართველ ხალხს. ძალიან ღირსეული ბიჭები დავკარგეთ. რამდენიმე მათგანი ჩემი მეგობარი იყო. მოვედი მათი ხსოვნის ნიშნად. მახსოვს მათი ტკივილი, ის მტივნეული დღე, როდესაც გადაუჭრელმა, მოუგვარებელმა პრობლემებმა ისმხვერპლა 11 ადამიანის სიცოცხლე,”- განაცხადა დეკანოზმა ანდრია თურმანიძემ.

დაღუპულთა ოჯახებს სასტუმროს მეპატრონემაც მიუსამძიმრა, რომელიც თურქეთის მოქალაქეა.

აიპრესი