ნომერ პირველ საჯარო სკოლის მოსწავლე გაკვეთილზე მარიხუანას მოწევის გამო ცუდად გახდა

ნომერ პირველ საჯარო სკოლის მოსწავლე გაკვეთილზე მარიხუანას მოწევის გამო ცუდად გახდაშემთხვევა სოფელი  კვირიკეს ნომერ პირველ საჯარო სკოლაში 30 ოქტომბერს მოხდა, როგორც სკოლის დირექცია აცხადებს მეცხრეკლასელი სკოლის მოსწავლე  მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და გაკვეთილზე გონება დაკარგა.

არასრულწლოვანს მარიხუანა  სკოლის ეზოში მყოფმა ეგრეთწოდებულმა შავმა ბიჭებმა მოაწევინეს, ხოლო მას შემდეგ რაც არასრულწლოვანის ჯანმრთელობა გაუარესდა  და გონება დაკარგა, იგივე პირებმა არ მისცეს სკოლის ადმინისტრაციას საშუალება სკოლის მოსწავლე გადაეყვანათ ახლომდებარე საავადმყოფოში ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოეძახებინათ.
როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, სკოლის ადმინისტრაციას ადგილობრივი “შავი გაგების” პირები დაუპირისპირდნენ და დაემუქრნენ ფაქტი არ გასაჯაროვებინათ. უფრო მეტიც, მაშინ როცა დირექტორმა გადაწყვიტა საკუთარი ავტომობილით გადაეყვანა მოსწავლე საავადმყოფოში, სამედიცინო დახმარებაზე უარი თავად არასრულწლოვანის ახლო ნათესავებმა  განაცხადეს. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით ფაქტს არ უარყოფს სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები.

ისინი აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვავა არაა და მაღალკლასელებში გახშირებულია მარიხუანას მოხმარება/

ამ პრობლემის მოგვარება, მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელია.

ნიუს თივი