თბილისში ოჯახის წევრები 12 წლის გოგონას ელენე გიორბელიძეს ეძებენ.
Ambebi. ge-ს ინფორმაციით, ოჯახის ახლობელი აცხადებს, რომ მოზარდი სახლიდან დღეს დილით გავიდა, შემდეგ კი არავის უნახავს. ოჯახის ახლობლის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ საქმის კურსშია პოლიციაც. გოგონა მე-4 საჯარო საჯარო სკოლის მოსწავლეა.
12 წლის ელენე გიორბელიძის დაკარგვის თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად, „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელდა. “დაიკარგა ბავშვი, დღეს 9-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან, თუ ვინმემ შეამჩნიოთ, გთხოვთ დამიკავშირდეთ 577337616. გთხოვთ გაავრცელოთ!!!”, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

