მეუფე იაკობი მეუფე პეტრეზე – „ჩვენთან ავტორიტეტი არ არის… გასაკეთებელს გავუკეთებ“

მეუფე იაკობი მეუფე პეტრეზე - „ჩვენთან ავტორიტეტი არ არის... გასაკეთებელს გავუკეთებ“მეუფე იაკობი მეუფე პეტრეს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პატრიარქის შეურაცხყოფას არავის აპატიებს.

“თვითონ ხომ უნდა იცოდეს, შიგნით რა ავტორიტეტია, არა? თუ “ნაციონალურ მოძრაობაში” ავტორიტეტია, სხვა რაღაცაა, მაგრამ ჩვენთან რაღაც ავტორიტეტი ხომ  უნდა იყოს ეგ, ხომ? არ არის აბსოლუტურად ავტორიტეტი ჩვენთან. მე შეიძლება პირადად რაღაც გავუკეთო. ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ გასაკეთებელს გავუკეთებ. არ ვაპატიებ არავის ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს”, – განაცხადა “ტვ პირველთან” საუბრისას მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს განცხადებით, სინოდის სხდომა მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო, რადგან კრებაზე კომისიის შექმნის საკითხიც არ დადგა და საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ.