მეუფე პეტრე პატრიარქის წინააღმდეგ

მეუფე პეტრე პატრიარქის წინააღმდეგ27 დეკემბერს გამართულ სინოდის სხდომი შემდეგ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა პატრიარქს

– გუშინ ჩემთვის საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ. ვთქვი, რომ აუცილებლად მიმაჩნია, წმინდა სინოდზე იყოს განხილული ჩვენი უდანაშაულო მღვდლის თემა – რეპლიკებით მითხრეს, რომ უკრაინის თემის ამოწურვის შემდეგ გადავიდოდნენ ამ საკითხზე. ბოლოს, როცა მივედი მიკროფონთან და დავიწყე ამაზე საუბარი, მინდა საჯაროდ ეს ვთქვა და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა, შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ, ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის მღვდელთმთავარს, რომელთაც მიმაჩნია, რომ დათვური სამსახური გაუწიეს მას და მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არსებული ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ, გუშინ ჩემთვის პირადად საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ. ჩემთვის პირადად, როგორც ჭყონდიდელი ეპისკოპოსისთვის… მაცხოვარი საუბრობს მწყემსიკეთილობაზე და მღველმთავარი უნდა იყოს გაიგივებული ამ სინონიმთან”. – განაცხადა ჭყონდიდის ეპისკოპოსმა პეტრემ „tv პირველთან” სატელეფონო ჩართვისას.