მოსახლეობის 21% სამსახურს ეძებს – NDI-ის კვლევა

მოსახლეობის 21% სამსახურს ეძებს - NDI-ის კვლევაეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად გამოკითხულთა 62% თავს დასაქმებულად(აქ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშეომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური, თვითდასაქმებული) არ მიიჩნევს, დასაქმებულიად მიაჩნია თავი 37%.

ყველაზე მეტად თავს დაუსაქმებლად მიიჩნევენ 55 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანები და უფრო მეტად ქალები.

ვინც თავს არ თვლის დასაქმებულად მათი 34 % სამსახურს ეძებს, საიდანაც გამოდის რომ მოსახლეობის 21% სამსახურს ეძებს.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა

(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.