“ტაბულა”-ს დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი “TV პირველის” ეთერში ვახო სანაიასთან ერთად პოლიტიკურ გადაცემას გაუძღვება. აღნიშნულ ინფორმაციას თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს და Facebook-ზე შესაბამის პოსტს აქვეყნებს.
“რადგან არხის ხელმძღვანელობამ უკვე თქვა, მეც გეტყვით, რომ თებერვლიდან ვახო სანაიასთან ერთად მიმოვიხილავ მიმდინარე ამბებს “TV პირველის” ღამის ეთერში – კვირაში ერთხელ. იმედი მაქვს, საინტერესო გამოვა – შევეცდებით. დიდი მადლობა ვატო წერეთელს (არხის დამფუძნებელს) სასიამოვნო და მოულოდნელი წინადადებისთვის.”– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
მარშალპრესი

