გორმედში ჟანგბადის სასუნთქი ბალონი გასკდა

გორმედში ჟანგბადის სასუნთქი ბალონი გასკდაგორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში” ჟანგბადის სასუნთქი ბალონი გასკდა. ამის შესახებ qartli.ge-ს ერთ-ერთმა მოქალაქემ აცნობა.

მისი თქმით, ფაქტის გამო, პაციენტები და ექიმები პანიკაში ჩავარდნენ. 112-ზე შესული შეტყობინების მიხედვით, მოქალაქე აცხადებდა, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა გაზის აფეთქებას.

,,გორმედში” გვითხრეს, რომ დაზიანდა ჟანგბადის მილი, რამაც ხმაური გამოიწვია, თუმცა არავინ დაშავებულა. პრეს-სამსახურის ცნობით, კი კომპრესორიდან ჰაერი გამოუშვეს.

ქართლი.გე