საბერძნეთის დედაქალაქში გასულ შაბათ-კვირას კიდევ საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე შეწყდა.
DIASPORA.GE -სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 60 წლის ციცო გორელაშვილი სიმსივნის დიაგნოზით შაბათს გარდაიცვალა, ხოლო 58 წლის მარინა ტიკარაძე – ვირუსული ინფექციით.
გარდაცვლილების ახლობლებმა აღნიშნული სამწუხარო ფაქტების და ცხედრების სამშობლოში გადასვენების დახმარების თხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე შეატყობინეს.

