საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით უნარების გამოცდები უქმდება იმის გამო, რომ „კეთილშობილურმა ამოცანამ არ გაამართლა“,
ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
“უნარების გამოცდების შემოღება იყო კეთილშობილური მიზნით, რომლის მიზანი იყო სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა, იყო ამოცანა რომ შეიძლება უჭირდეს სხვადასხვა საგნებში მომზადება, მაგრამ ეს ის სფეროა რომელიც ბავშვმა უნდა დაძლიოს. ფაქტიურად უნარები გადაიქცა, როგორც ცალკე მომზადების სფერო, როგორც ცალკე საგნად, თავის სახელმძღვანელოების გამოცემით, თავისი ლიტერატურული გამოცემით… მაგრამ ვნახოთ შედეგი რა მივიღეთ. ამოცანა რაც გვქონდა, რომ ეს აღმოგვეფხვრა, დღეს სხვაობა კიდევ უფრო გაღრმავდა, ეს ის შედეგია, რომელიც ეროვნულმა გამოცდებმა მოგვცა. დღევანდელი მონაცემებით საშუალოდ რვა, ცხრა ქულით არის განსხვავება რეგიონსა და დედაქალაქს შორის. ანუ პროექტი, რომელიც იყო შემოღებული ამისთვის, დღეს არის მიღებული პირიქით,”- განაცხადა ბატიაშვილმა.

