დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოძღვარი აზიარებს

დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოძღვარი აზიარებსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, “ციანიდის” საქმეზე ბრალდებულ გიორგი მამალაძეს მისი მოძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ გიგატაძე აზიარებს.”როგორც მის მოძღვარს აქამდეც მქონდა ამის სურვილი” – აღნიშნა დეკანოზმა.

რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადების იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ “ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა“, დეკანოზი ნიკოლოზი განმარტავს, რომ ვისაც მოძღვარი აზიარებს საკუთარ თავზე იღებს პასუხიმგებლობას და თავად წყვეტს აღსარების შემდეგ აზიაროს თუ არა ადამიანი, ასე რომ მისი განმარტებით, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ნიუპოსტი