ლადო ბედუკაძე – “გვარამია გამოვიდეს, სადაც უნდა და გავუნგრევ თავ-ყბას”

ლადო ბედუკაძე - "გვარამია გამოვიდეს, სადაც უნდა და გავუნგრევ თავ-ყბას"ციხის სკანდალური კადრების ავტორი, ლადო ბედუკაძე “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ემუქრება. პატიმრების წამებისთვის გასამართლებული ციხის ყოფილი თანამშრომელი ირწმუნება, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით სცემეს.

“სხვა მტერი ამ ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” გარდა არ მყავს. სააკაშვილის სექტის წარმომადგენლები დღეს არიან მელია, გონებაჩლუნგი საზოგადოება, ვაშაძე და მსგავსი პერსონაჟები. სისულელე მოიგონეს საერთოდ. წამებული დედა, სამი წელია ჩივის, რას ჩივის. თენგიზ ნაზღაიძის დედა იცავს შვილის ინტერესებს და მე თქვენი ბინძური ტელევიზიის აზრი არ მაინტერესებს. მიმიფურთხებია თქვენი ტელევიზიისთვის. მომიკითხეთ გვარამია. ვაყენებ შეურაცხყოფას თქვენს გვარამიას, გამოვიდეს სადაც უნდა და გავუნგრევ თავ-ყბას”- განაცხადა ბედუკაძემ.

ნიუპოსტი