„მაესტრო“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა დატოვა

„მაესტრო“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა დატოვატელეკომპანია ”მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ფუტკარაძე ტოვებს. ამის შესახებ მან ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

”ამ წუთიდან ჩემი და ტელეკომპანია “მაესტროს” გზები გაიყო.

რთული პერიოდი გამოვიარეთ მაესტროს გუნდთან ერთად.

ეს იყო პოლიტიკურ რთული დღეებიც და, შესაბამისად, ნიუსურადაც.

ვინც ამ პროფესიის ფასი იცის, ისიც იცის რა ადამიანური ფასი აქვს ყოველ დღეს და გათენებულ ღამეებს, მაგრამ ადამიანების შრომამ შექმნა შედეგი, რომლითაც ვიამაყებ და რომელიც ჩემს ჟურნალისტურ ცხოვრებაში დაუვიწყარია.

ჩვენ შევძელით, რომ წელიწადნახევარი გვეკეთებინა არხი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში გადმოსცემდა ახალ ამბებს. გვეჩვენებინა მოვლენები სწრაფად, ხანდახან ყველაზე სწრაფად და რაც მთავარია ისე, როგორც ეს სინამდვილეში იყო.

ეს იყო 13 872 საათი ეთერში, ათობით სტუმარი ყოველდღე და ათი ათასობით ამბავი ჯამში. ეს არ იყო მარტივი, თუმცა, ყველა დაგლეჯილი ნერვის საპირწონე, კარგი ეთერია და ასეთი მართლა ბევრი იყო.

რთული მისია გამოდგა, მაგრამ მაესტროს გუნდმა ეს შეძლო. მადლობა ყველა მათგანს, ვინც ეთერში იყო და ვინც კადრს მიღმა, რომ არა ეს ადამიანები, არაფერი გამოვიდოდა. ახლა ჩემი წასვლის დროა, რადგან ჰოლდინგის ხელმძღვანელობა არხთან დაკავშირებით სხვა გეგმებზე ფიქრობს, რაც ჩემთვის საინტერესო აღარ არის. თუმცა, მადლობა მათ ამ შესაძლებლობისთვის და წელიწადნახევრიანი თავგადასავლისთვის.

ჰო, ახალ ამბებში ყველა დღე თავგადასავალია. და მადლობა მაყურებელს, მათ ვინც ამ შრომის შემფასებელიცაა და დამფასებელიც.

პ.ს. ზოგჯერ სახლში უნდა დაჯდე და გარედან შეხედო ამბებს, ზოგჯერ ეს აუცილებელიცაა, რადგან ახალი ამბები ხომ არასოდეს სრულდება”, – წერს ”ფეისბუქზე” გიორგი ფუტკარაძე